რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქრთველოში

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - ასე ჰქვია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს




რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში - ასე ჰქვია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც შეფასებულია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით 2010-2019 წლებში არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო პოლიტიკა. ანგარიშში საუბარია კათოლიკე ეკლესიაში ამ წლებში გაჩენილი პრობლემების შესახებაც. „საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მნიშვნელოვანი რელიგიური ქონება დაკარგა კათოლიკე ეკლესიამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილის დაბრუნება კვლავ ვერ მოხერხდა. კათოლიკე ეკლესია საქართველოში შვიდი ტაძრის დაბრუნებას ითხოვს, ექვს ადგილას: გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს საკულტო ნაგებობები დღეის მდგომარეობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე საუბარია კათოლიკე ეკლესიისთვის ქალაქ რუსთავში ტაძრის მშენებლობისას შექმნილი სირთულეების შესახებაც. „სასამართლო დავის პარალელურად, 2016 წლის სექტემბერში, საქართველოში რომის პაპის ვიზიტამდე, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის ჩართულობით, კათოლიკე ეკლესიას მშენებლობისთვის შესთავაზეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაცვლა რუსთავში სხვა ტერიტორიაზე, რომელიც მათი თქმით, მართლმადიდებლების მხრიდან უკმაყოფილებას არ გამოიწვევდა. ოთხწლიანი სასამართლო დავისა და წინააღმდეგობის შემდეგ, კათოლიკე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიწის გაცვლის დისკრიმინაციულ შეთავაზებას დათანხმებოდა. საბოლოოდ, რუსთავში ახალი ტაძარი 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა“.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია