ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ, 12 აპრილს მილანში კონცერთი ჩაატარა

იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ, 12 აპრილს მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში სააღდგომო სოლოკონცერტი ჩაატარა.


კონცერტი, კორონავირუსისთვის დაწესებული კარანტინის გამო, ინტერნეტით გადაიცემოდა. მას YouTube-ით 23-მა მილიონმა მაყურებელმა მოუსმინა. "მუსიკის შეწევნით ... ჩვენ გადავეხვევით ამ დაჭრილი დედამიწის მფეთქავ გულს", - თქვა ბოჩელიმ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტენორმა, საგანგებო გზავნილში. ევროპის ქვეყნებს შორის იტალია ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსმა - 20,000-მდე დაღუპულით, მათ შორის, 9,000-ზე მეტი გარდაცვლილით ლომბარდიის რეგიონში, რომლის დედაქალაქიც მილანია. რაც შეეხება ანდრეა ბოჩელის, იგი იტალიური საოპერო სცენის ვარსკვლავია. ცნობილმა ტენორმა კარიერის განმავლობაში 16 სტუდიური ალბომის გამოშვება და 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი სუსტი მხედველობით დაიბადა, 12 წლის ასაკში, ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, მხედველობა სრულად დაკარგა.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია