რელიგიათაშორილი ლოცვა პანდემიის შესაჩერებლად

„ასიათასობით დაღუპული და მილიონობით დაავადებული. გევედრებით, შეგვიწყალე ჩვენ უფალო.“ ასეთი ლოცვა წარმოსთქვეს 22 აპრილს საღამოს სხვადასხვა აღმსარებლობის ლიდერებმა წმინდა მიწაზე



ლოცვაში მონაწილება მიიღეს იუდაიზმის, ქრისტიანების, ისლამისა წარმომადგენლებმა. ლოცვა გადაიცემოდა ინტერნეთით პირდაპირ ეთერში, რამაც მორწმუნეებს საშუალება მისცა კარანტინის პირობებში მონაწილეობა მიეღოთ ამ ლოცვაში. „კორონავირუსმა არ იცის საზღვრები რელიგიებს, რასებსა და პოლიტუკურ პარტიებს შორის. ჩვენ ერთნი ვართ ავადმყოფობაში და ამ ვითარებამ დაანგრია საზღვრები და წინაღობები ჩვენს შორის.““ განაცხადა იერუსალიმის საპატრიარქოს ლათინური წესის სამოციქულო ადმინისტრატორმა არქიეპისკოპისმა პიერბატისტა პიცაბალამ. კათოლიკე იერარქმა გამოთქვა იმედი, რომ ეს ერთობა გაგრძელდება კორონავირუსის კრიზისის შემდეგაც. ისრაელში შეხვედრას ლოცვისათვის ბრიტანელმა რაბინმა დევიდ როზენმა უწოდა „ისტორიული, მშვენიერი და ამავდროულად სევდიანი“. შეხვედრა მიეძღვნა რელიგიათაშორის დიალოგს. „ამ ქვეყნის რელიგიური ლიდერები პირველად შეიკრიბნენ ერთად, რათა სთხოვონ ღმერთს წყალობა და ღვთიური ნუგეში ამ მძიმე პერიოდისათვის, როცა პანდემიამ მთელი კაცობრიობა დააყენა დიდი გამოწვევის წინაშე. ისინიც კი,რომლებიც ჩვეულებრივ არც თუ ისე გახსნილნი არიან მსგავში დიალოგისაკენ შემოუერთდნენ ლოცვას, ვინაიდან ჩვენ გარეგნული განსხვავებების მიუხედავად გაგვაერთიანა ტრაგედიამ, ტანჯვამ და ტკივილმა“, - აღნიშნა რაბინმა.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია