საქართველოს პრეზიდენტი პაპს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოსპრეზიდენტი სალომეზურაბიშვილიტელეფონითესაუბრარომისპაპფრანცისკეს



საუბარი შეეხო კორონავირუსის კრიზისის პერიოდში საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას. „საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისაგან გულთბილი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ სწორედ საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე ესაუბრა დღეს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრისას”, - აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მსოფლიოში ეკოლოგიურ მდგომარეობასა და გარემოსდაცვით საკითხებს, რომელიც, ადმინისტრაციის ცნობით, რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, „პრეზიდენტი რომის პაპს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით ესაუბრა. რომის პაპმა განაცხადა, რომ კრიზისის დროს კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია ურთიერთსაჭიროება და ერებს შორის ძმობის აუცილებლობა. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის“.



გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია