25 წელი იუბილე - ბენიამინ ბეთ-იადეგარი საქართველოში ჩამოვიდა.

25 წელიგავიდამასშემდეგ, რაცქორეპისკოპოსიბენიამინბეთ-იადეგარისაქართველოშიჩამოვიდა.

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეთ-იადეგარი საქართველოში ჩამოვიდა. ქორეპისკოპოსი ქალაქ ურმიაში (ირანი) 1963 წლის 16 დეკემბერს დაიბადა. 1982 წელს თეირანში ქალდეურ სასულიერო სემინარიაში შევიდა. 1986 წელს ირანსა და ერაყს შორის გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა. სწავლა განაგრძო რომში (Pontificia Università Urbaniana). 1994 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დეტროიტში წმ. მოციქულ თომას სახელობის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსის, მარ ავრაამ ავრაამის მიერ. 1995 წლის მაისში, ადგილობრივი ასირიელებისა და ქალდეველების წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ჩამოვიდა საქართველოში და იმავე წელს დააარსა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისია, რომლის მოძღვარიც არის დღემდე. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო მშენებლობა წმ. წამებულის, მარ შიმონ ბარ საბაეს სახელობის ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიისა, რომლის კურთხევაც შედგა 2009 წლის 17 ოქტომბერს. ერთო დღის შმედეგ, მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარი ხელდასხმულ იქნა ქორეპისკოპოსად მისი უწმინდესობის, ბაბილონის ქალდეველთა პატრიარქის, მარ ამანუელ III დელის მიერ.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია