ღვთისმსახურება ტაძრის სახურავიდან

იტალიის ქალაქ ლაუროს წმინდა სალვადორის ეკლესიის მღვდელმა, ღვთისმსახურება ტაძრის სამრეკლოზე აღავლინა




იტალიის ქალაქ ლაუროს წმინდა სალვადორის ეკლესიის მღვდელმა, ღვთისმსახურება ტაძრის სამრეკლოზე აღავლინა. ჩვენ მოგვეწონა ეს იდეა, რადგან ტაძრის სამრეკლო მშვენიერი მოცულობისაა და მას აქვს 360 გრადუსიანი ხედი, ჩვენ მივხვდით, რომ სახურავიდან მრევლის უმეტესობასთან შეგვიძლია გვქონდეს კონტაქტი“, - აცხადებს მონსინიორი პიეტრო ბონ ჯოვანი. მან ტაძრის სახურავზე ილოცა სავარდიც, მრევლიც აქედან დალოცა და საკვირაო წირვაც აღავლინა. „როდესაც ხალხს ესმის ჩემი ხმა სახურავიდან, ისინი მოდიან თავიანთ ფარნჯრებთან, აივნებზე და ასე იკრიბება მთელი საკრებულო ერთად. ეს კარგია, რადგან ვლოცულობთ და შემდეგ ერთამენთს ეკითხებიან, როგორ ხართ, როგორ გაქვთ ჯანმრთელობა. ახლა ჩვენი სამრევლო მოედნის მაგივრად სახურავზე იკრიბება. ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა, მისი სიმძიმის ახსნა მიჭირს. მღვდლის როლი ისაა, რომ აღასრულოს წირვა და ყველანაირი გზებით გვერდით დაუდგეს სამრევლოს. აღგომის დღესასწაულზე შვებით ამოვისუნთქე, როდესაც წირვა აღვავლინე ტაძრის სახურავიდან. გაუსაძლისი იყო მსახურება ცარიელ ეკლესიაში, მე უნდა ვემსახურო მრევლს“, - აცხადებს მღვდელი. პიეტრო ბონ ჯოვანი ამტკიცებს, რომ მღვდლის როლი ამ ვითარებაში ისაა, რომ აკურთხოს და შეხვდეს მრევლს იქ, სადაც ისინი ამ პერიოდში იმყოფებიან.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია