კათოლიკე მღვდლების ონლაინ შეხვედრა

კათოლიკე ეკელსიის მღვდლებისა და დიაკვნების შეხვედრა გაიმართა



7 მაისს, კათოლიკე ეკელსიის მღვდლებისა და დიაკვნების შეხვედრა გაიმართა. სასულიერო პირები სამი დეკანატიდან ერთმანეთს დისტანციურად დაუკავშირდნენ. შეხვედრის მიზანს, კორონავირუსი პირობებში, მათი მუშაობის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. რა სირთულეები შეხვდათ ამ პერიოდში მღვდლებს, როგორ უმკლავდებოდნენ მას, რა საშუალებები გამოიყენეს ხალხთან კავშირის შესანარჩუნებლად; რა შეიძლება ასწავლოს ამ განვლილმა პერიოდმა სამწყსო საქმიანობას - ამ და სხვა მსგავს კითხვებს სასულიერო პირები პასუხობდნენ საკუთარი გამოცდილებიდან. შეხვედრაში სამივე დეკანატის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები: მესხეთიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. მსგავსი ტიპის შეხევდრებს მღვდლები პერიოდულად ატარებენ.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია