90 წელი ღვთაებრივი გულმოწყალების გამოცხადებიდან


გზავნილი „ღვთაებრივი გულმოწყალების“ შესახებ, მთელს მსოფლიოში წმიდა პაპ იოანე პავლე მეორის წყალობით გავრცელდა.

21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში „ანგელუსის“ ლოცვის წაკითხვის შემდეგ, პაპი ფრანცისკე განსაკუთრებულად მიესალმა პოლონელ ერს და შეახსენა მათ, რომ გულმოწყალე იესოს ხატის შექმნიდან 90 წელი გავიდა.


პაპმა მოიხსენია ქალაქ პლოცკში არსებული ის საწმინდარი, სადაც 90 წლის წინ, წმიდა ფაუსტინა კოვალსკას უფალი იესო გამოეცხადა და მას ღვთაებრივი გულმოწყალების შესახებ განსაკუთრებული გზავნილი მიანდო.


„წმინდა იოანე პავლე მეორის წყალობით ეს გზავნილი მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ეს სხვა არაფერია, თუ არა ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს სახარება, რომელიც გვიბოძა მოწყალე მამამ. გავუღოთ მას ჩვენი გულები და რწმენით გავიმეოროთ ერთად: „იესო გესავ შენ“!“, – განაცხადა წმიდა მამამ.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
0 comments
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია