22 თებერვალი - წმიდა პეტრე მოციქულის საკათედრო ტაძრის დღესასწაული


IV საუკუნეში, რომის ქრისტიანები წმიდა პეტრეს საკათედრო ტაძრის დღესასწაულს (პირველად ეს დღესასწაული მოხსენიებულია 354 წელს, ფილოკალურ კალენდარში) აღნიშნავდნენ. ნიშნად იმისა, რომ ეს მოციქული მარადიული ქალაქის პირველი ეპისკოპოსი იყო.


ამ ფაქტის შესახებ, ეკლესიის გადმოცემებში არაერთი ცნობა არსებობს, ხოლო წერილობითი მტკიცებულება, პირველ ათასწლეულში წმიდა კლიმენტი რომაელის ჩანაწერებში გვხდება.


ეს დღესასწაული თავიდან რომში აღინიშნებოდა, ხოლო შემდგომ მსოფლიო მოიცვა. რომის ეპისკოპოსის მსახურება თავისი სისავსით საყოველთაო ეკლესიაზე ვრცელდებოდა.


1969 წლის ლიტურგიკულ რეფორმამდე კათოლიკე ეკლესიაში არსებობდა საეპისკოპოსო საკათედრო ტაძრის ორი დღესასწაული: 18 იანვარს, წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძრის დღესასწაული რომში, ხოლო 22 თებერვალს წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძრის დღესასწაული ანტიოქიაში. ამჟამად, ორივე თარიღი გაერთიანებულია, მას ეწოდება წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძრის დღესასწაული და აღინიშნება 22 თებერვალს.

სიტყვა საკათედრო ნიშნავს ტახტს, ტრიბუნას, საიდანაც საუბრობს უნივერსიტეტში პროფესორი ან ეპისკოპოსი. ეკლესიის მამები ამ ტერმინს იყენებდნენ, როგორც ეპისკოპოსის ძალაუფლების განსაზღვრებას, განსაკუთრებით კი რომის ეპისკოპოსის ხელისუფლების მნიშვნელობას.


III საუკუნეში წმიდა კირიანმა ასეთი რამ თქვა: „პეტრეს გადაეცა პირველობა, რათა მას განეცხადებინა, რომ ეს არის ქრისტეს ეკლესია და კათედრა“. ანუ აქ საუბარია სწავლებისა და მართვის ძალაუფლებაზე. იმისათვის, რომ ერთობის მნიშვნელობას ხაზი უფრო მეტად გაუსვას, წმინდანი ამატებს: „ერთია ღმერთი, ერთია უფალი, ერთია ეკლესია და ერთია ტახტი, რომელიც დააფუძნა ქრისტემ“.

დღევანდელი დღესასწაული შეიძლება იქცეს კიდევ ერთ მიზეზად, წმინდა მამის სწავლებისადმი და ზოგადად ეკლესიის სწავლებისადმი შვილობრივი ერთგულების დემონსტრირებისა. ღირს დავსვათ შეკითხვა, რამდენად გულმოდგინედ ვითვისებთ ამ სწავლებს და ვახდენთ მის განხორციელებას ცხოვრებაში.


პაპისადმი სიყვარული არის ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის გამოვლინება. წმიდა მამისადმი სიყვარული ვლიდება ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებში პაპისათვის და მისი ზრახვებისათვის. ამ სიყვარულის დამოწმება უნდა მოხდეს განსაკუთრებული გზით ზოგიერთ საგანგებო სიტუაციაში.


პაპის სამოციქულო ვიზიტების, ავადმყოფობის, თავდასხმების დროს მასზე და ეკლესიაზე, ან თუ გვექნება იმის ბედნიერება, რომ აღმოვჩნდეთ მის გვერდით.... (კარვახალი წიგნიდან ნაწყვეტი „ღმერთთან ურთიერთობაში“).


წყარო: sib-catholic.ru


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია