ჰიმალაის მთებში მომწყდარ ყინულს 32 ადამიანი ემსხვერპლა


ინდოეთის შტატ უტარაკჰანდში მყინვარს ყინული მოსწყდა, რის შედეგადაც, 32 ადამიანი გარდაიცვალა, 170 ადამიანი კი – დაშავდა.


10 თებერვალს, პაპმა ფრანცისკემ თავისი მწუხარება გამოხატა ჰიმალაის მთებში მომხდარ კატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა მიმართ.


წმიდა მამამ შემდეგი სიტყვებით მიმართა:


„გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს იმ მსხევრპლთა მიმართ, რომლებიც სამი დღის წინ, ჩრდილოეთ ინდოეთში მყინვარის დაძვრასა და მისგან გამოწვეულ წყალდიდობას ემსხვერპლნენ. წყალდიდობამ დატბორა ორი მშენებარე ელექტროსადგური. მე ვლოცულობ დაღუპლი მუშების სულებისთვის, მათი ნათესავებისა და ყველა დაშავებულებისთვის“.


შემდეგ, პაპი მიესალმა შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც 12 თებერვალს, მთვარის კალენდრის მიხედვით ახალ წელს აღნიშნავენ.


„მსურს, ამ ხალხებს შევუთვალო თბილი მოკითხვა და ამ ახალ წელს ძმობისა და სოლიდარობის ნაყოფი ვუსურვო. ამ განსაკუთრებულ მომენტში, როცა ვცდილობთ გადავლახოთ პანდემია, რომელიც არა მხოლოდ სხეულსა და სულს, არამედ სოციალურ ურთიერთობებსაც შეეხო, გამოვხატავ იმედს, ყველა შეძლებს გაიხაროს სრულფასოვანი ჯანმრთელობითა და ცხოვრებისეული კეთილდღეობით. მშვიდობისა და სხვა მადლების თხოვნისათვის, ლოცვის მოხმობით, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის მოპოვება მოხლოდ სიკეთით, პატივისცემით, წინდახედულობითა და სიმამაცით არის შესაძლებელი. არასდროს არ დაივიწყოთ ღარიბები და სუსტები“.

წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია