"ჯიუტი ახლადმოქცეული" – მხატვრული ფილმი ქრისტიანობის დამცველზე


ნიუ იოეკის არაკომერციული საპროდიუსერო კომპანია Fellowship for Performing Arts (FPA), 2021 წლის შემოდგომით გამოუშვებს ლუისის პიესის ეკრანიზირებულ ვერსიას – „ჯიუტი ახლადმოქცეული“. ამის შესახებ, ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com წერს.


FPA მსახიობმა მაქს მაკლინმა დააარსა. მისი მიზანი იყო შეექმნა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე მორგებული თეატრი, რათა მიეზიდა მრავალფეროვანი აუდიტორია.


ფილმს საფუძვლად უდევს ინგლისელი მწერლის, ლუისის ათეიზმიდან ქრისტიანობამდე გავლილი გზის შესახებ პიესა, რომელიც მაკლინმა დადგა.

მაკლინის თქმით, იმის გამო, რომ ახლა თეატრები დაკეტილია, გაჩნდა შესაძლებლობა ეს პიესა ფილმად ექციათ, ამ წელს და არა მომდევნო წლებში, როგორც ეს იყო დაგეგმილი.

ფილმის გადაღება ინგლისში, 21 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა, BAFTA-ს პრემიის ორგზის ლაურეატის, ნორმან სტოუნის ხელმძღვანელობით.

ფილმის გადაღება სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა. კერძოდ კი, წმ. მაგდალენას კოლეჯში, ლუისის სახლში, ეკლესიებსა და იმ ადგილებში, რომლებიც მოხსენიებულია ლუისის პიესაში.


„ერთი ადამიანის შოუს მაგივრად იქნება შოუ რამდენიმე მსახიობის მონაწილეობით. ლუისის როლს შეასრულებს 3 სხვადასხვა მსახიობი, მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ხოლო მოხუცი ლუისის როლს, შევასრულებ მე“, – განაცხადა მაკლინმა.

მისივე თქმით, „ჯიუტი ახლადმოქცეულის“ კინოვერსია არის პიესის ხელახალი გააზრებისა და გავრცელების საუკეთესო საშუალება. „სხვადასხვა მსახიობი და ადგილი საშუალებას მოგვცემს გავაცოცხლოთ ის უმთავრესი მოვლენები, რომლებიც მოგვითხრობს ლუისის ათეიზმიდან ქრსიტიანობამდე გავლილი გზის შესახებ“.


წყარო: blagovest-info


თარგმანი შოთა გიქოშვილი

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია