‘ხვალ მნიშვნელოვანი დღეა’ - პაპი ეკუმენურ ლოცვაზე


ფოტო არქივი - ეკუმენური ლოცვა 2020

17 იანვარს, “ანგელიუსის ლოცვის” შემდეგ, რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ”ხვალ მნიშვნელოვანი დღეა”, რადგან იგი ხსნის ქრისტიანული ერთიანობის ლოცვის კვირეულს.


მისივე თქმით, წლევანდელი კვირეულის თემა ხაზს უსვამს "იესოს თხოვნას, დავრჩეთ მის სიყვარულში, რათა უხვი ნაყოფი გამოვიღოთ".


პაპმა განმარტა, რომ კვირეული 25 იანვარს, რომში, წმიდა პავლეს ტაძარში დასრულდება, „სხვა ეკლესიებისა და რომის ქრისტიანული თემების წარმომადგენლებთან ერთად".


"მოდით, ერთად ვილოცოთ, რათა აღსრულდეს იესოს სურვილი - რათა ყველა ერთი იყოს: ერთიანობა, რომელიც ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე კონფლიქტი".


რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ 18 იანვარს, იტალიაში აღინიშნება "კათოლიკებსა და ჩვენს ებრაელ და-ძმებსა შორის, დიალოგის გაღრმავებისა და განვითარების 32-ე დღე".


პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი, რომელიც უკვე 30 წელია მიმდინარეობს, "ძმობისა და თანამშრომლობის ნაყოფს გამოიღებს".


შეგახსენებთ, რომ ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული 18-25 იანვარს აღინიშნება.


საქართველოში ოთხი ქრისტიანული კონფესია ერთობლივ ლოცვას 22 იანვრას, 15:00 საათზე აღავლენს.


ვრცლად ამავე თემაზე - ლოცვა ქრისტიანთა ერობისათვის - 2021


წყარო: Vatican News


თარგმანი - თაკო ფეიქრიშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია