წმ. პეტრესა და წმ. პავლეს დღესასწაული


29 ივნისს, კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს დღესასწაული აღინიშნება .


ამ ორი მოციქულის სწავლებაზეა დაფუძნებული ეკლესიის მოძღვრების უდიდესი ნაწილი, ორივე მოციქული სიკვდილით აღესრულა რომში, პეტრე ჯვარზე უკუღმა დაკიდებით, ხოლო პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. დღესასწაული ქართველმა კათოლიკეებმა წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში თბილისში იზემიმეს. ამ ტაძარს ასევე მოიხსენიებენ, როგორც პოლონელების ეკლესიას, რადგან მისი მშენებლობისთვის ქართველმა წარჩინებულებმა და პოლოთის იმდროინდელმა დიასპორამ ფინანსური სახსრები გაიღეს და ფიზიკურადაც იმუშვეს. სადღესასწულო წირვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ვატიკანის ელჩთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დროს ეპისკოპოსთან მსახურება შეასრულა ახლად ხელსდასხმულმა დიაკონმა ბექა ჩილინგარაშვილმა. ქადაგება წარმოთქვა ვატიკანის ელჩმა, რომელმაც აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ეკლესიისათვის და თითოეული კათოლიკესათვის. მან ასევე ისაუბრა მოქიცულთა მოწოდებაზე და მათ როლზე ეკლესიის აღორძინებაში. წირვის ბოლოს წინამძღვარმა მამა მაჩეი მამაიმ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სასულიერო პირებს.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია