წმიდა იოანე ბოსკოს მოხსენიება – 31 იანვარი


წმიდა იოანე ბოსკო (ჯოვანი ბოსკო) – იტალიელი მღვდელი, განმანათლებელი და მწერალი. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, სალეზიანელთა ორდენის დამაარსებელი.


დაიბადა იტალიაში, ბეკში, ტურინის მახლობლად, 1815 წლის 16 აგვისტოს. გარდაიცვალა ტურინში, 1888 წლის 31 იანვარს.


ტურინში მუშაობის პერიოდში, სადაც მოსახლეობა ურბანიზააციისა და ინდუსტრიალიზაციის მავნე ზეგავლენისგან იტანჯებოდა, ბოსკომ დაიწყო უსახლკარო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ზრუნვა. მან შეიმუშავა აღზრდის მეთოდი, რომელიც უფრო მეტად დაფუძნებული იყო სიყვარულზე, ვიდრე დასჯაზე.

ჯოვანი ბოსკო დაიბადა ღარიბ ქრისტიანულ ოჯახში. ორი წლისაც არ იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. იგი დედამ აღზარდა, რომელმაც ბავშობაშივე ჩაუნერგა მას ღმერთისადმი სიყვარული.


სემინარიისა და ღვთისმეტყველების კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1841 წელს, ჯოვანი ბოსკო ხელდასხმულ იქნა მღვდლად. იმავე წლის დეკემბერში, ის ხსნის პირველ ორატორიას (ლათ. Oratio — ლოცვა), სწორედ ასე დაარქვა პირველ სალეზიელების თავშესაფარს ახალგაზრდებისათვის, სადაც მათ შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშავათ, ესწავლათ ეთამაშათ და რაც მთავარია ყოფილიყვნენ ლოცვაში.


1854 წლის 26 იანვარს, წმ. იოანე ბოსკომ დააარსა ორდენი წმინდა ფრანცისკე სალელის სახელზე (ამჟამად ცნობილი ორდენი — „სალეზიელები დონ ბოსკოსი“), რომელიც საბოლოოდ დაამტკიცა რომის პაპმა პიუს IX-მ 1974 წლის აპრილში.


1872 წელს დონ ბოსკომ წმინდა მარია დომენიკა მაცარელოსთან ერთად დააარსა სალეზიელების სამონაზნო ორდენი — „მარიამის ქალიშვილები ქრისტიანთა დამხმარეები“ (ლათ. Congregatio — Filiarum Mariae Auxiliatricis (FMA)).


ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარის და კანონიზებულ იქნა პაპ პიუს XI-ის მიერ 1934 წელს. იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მას მოიხსენიებენ კათოლიკურ ეკლესიაში 31 იანვარს.


სალეზიელთა ორდენის მონაზვნები საქართველოში 1999 წლიდან ცხოვრობენ, ბერები კი, 90–იანი წლებიდან ჩამოვიდნენ. აქ ისინი თბილისსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში მოღვაწეობენ. მათ შორის, ანდრეი იანიცკი (ტურცხში), ანატოლი ივანიუკი (თბილისში), ვიტოლდ შულჩინსკი (თბილისში), ჯუზეპე პელიცარი (თბილისში), მიხალ იახი (თბილისში).


დონ ბოსკოს მსგავსად, მისი ორდენის მონაზვრები და მღვდლებიც ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება–განტარებაზე ზრუნავენ.


წყარო – www.wikiwand.com

მოამზადა შოთა გიქოშვილმა
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია