შობის დღესასწაულზე მღვდლებს 4 წირვის აღვლენა შეეძლებათ



ღვთისმსახურებისა და საიდუმლოებათა სადისციპლინო კომისიამ გამოსცა დეკრეტი, რომელიც ხელს უწყობს მორწმუნეების ლიტურგიულ მოთხოვნებს COVID 19-ის პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე. დეკრეტის მიხედვით, საშობაო წმინდა წირვების აღვლენა შესაძლებელი იქნება უფრო მეტჯერ, ვიდრე ჩვეულებრივ იყო.


კარდინალ რობერტო სარას მიერ ხელმოწერილ ლათინურ ტექსტში ნათქვამია:

„პანდემიის მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, ყველა ეპრაქიის მეთაური ვალდებულია თავის მღვდლებს მისცეს უფლება აღასრულონ 4 წირვა, შემდეგ დღესასწაულებზე: შობა, (25 დეკემბერი), მარიამის დღესასწაული (1 იანვარი) და უფლის გაცხადება (6 იანვარი). ნებართვა ეხება ყველა მღვდელმსახურს თავის ეპარქიაში, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არის ამის აუცილებლობა კონკრეტულ ეპარქიაში მორწმუნეების სასიკეთოდ“.


ეკლესიის კანონიკური სამართლის (905.პარ.2) კოდექსის თანახმად, ადგილობრივი მწყემსმთავრები თავის მღვდლებს ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, დღეში ორჯერ ღვთისმსახურებს აღვლენის უფლებას აძლევენ. სამწყსო აუცილებლობიდან გამომდინარე კი, კვირაობით და დიდ დღესასწაულზე, სამჯერაც.


აღნიშნული დეკრეტი მღვდლებს უფლებას აძლევს, პანდემიის პერიოდში, საშობაო დღესასწაულებზე მეოთხე წირვის აღვლენისა, რაც მორწმუნეებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად დაიცვან ლიტურგიის პერიოდში დადგენილი კოვიდის საწინააღმდეგო სანიტარული ნორმები.


წყარო: Vatican News


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია