ფრანცისკანელი ბერი და ინსტაგრამი



„ჩვენ დავუბრუნდით ევანგელიზაციის კიდევ ერთ ახალ მეთოდს. იესო კვლავ აგრძელებს ჩვენთან იგავებით საუბარს“, - ეს სიტყვები ეკუთვნის კაპუცინელ ბერს ლუის ანტონიო სალაზარმას. მისი სურვილი იყო ევანგელიზაციის ახალი ფორმა და სრულიად დაიპყრო ყველაზე ახალგაზდრული სოციალური ქსელი - ინსტაგრამი.


მის ინიციატივას კარაკასში თავის სამრევლოში ბევრმა ახალგაზრდამ დაუჭირა მხარი.

„მათ მითხრეს, რომ ჩამეწერა ვიდეო, რომელიც განმარტავდა მარხვას ერთ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში, ასე შეიქმნა ეს ინიციატივა და ერთწუთიან ვიდეოებში განვმარტავდი მარხვის, ლოცვის, კათოლიკური სიმბოლოებისა და ბიბლიის შინაარსს ინსტაგრამის გამოყენებით. ყველაფერი თავისთავად მოხდა“, - განაცხადა ლუის ანტონიო სალაზარამ.


ამჟამად, ბერს ინსტაგრამზე 165 000 გამომწერი ჰყავს. პროექტს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ინსტაგრამმა მისი ექაუნთი ოფიციალურად დაამოწმა.


„ამ ყველაფერს არ ექნებოდა აზრი, რომ არ მეცხოვრა ჩემი ქარიზმით. დიახ! ბერი, რომელიც ცხოვრობს მონასტერში და ხედავთ ვიდეოში ერთიდაიგივე ბერია. მე მაქვს ჩემი ვალდებულებები მონასტერში, როგორც ბერს. უნდა ვემსახურო ხალხს, დავრეცხო ჭურჭელი და ვიცხოვრო სამონასტრო ცხოვრებით. უბრალოდ, ინსტაგრამი არის დამატებითი საშუალება ევანგელიზაციისა და ეკლესიის გაცნობისა ხალხისადმი“.


ამ ეტაპზე, მამა ანტონიო სწავლობს ბიბლიას პაპ ფრანცისკესთან ერთად, რომში და ოცნებობს, რომ თავისი ცოდნა მოახმაროს ვენესუელაში სახარების გავრცელებას.

წყარო: ROME REPORTS

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია