საშობაო ლიტურგიის მოსამზადებლად ონლაინ შეხვედრა მოეწყობა


ფოტო: მგალობელთა გუნდი რაბათის ტაძრიდან

კათოლიკე ეკლესიაში, ლიტურიგიებზე საკითხავების მკითხველებისთვის, ფსალმუნის მგალობლებისა და სახარების განმცხადებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართება.


შეხვედრა შაბათს, 19 დეკემბერს 17:30 საათზე დაიგეგმა. მასში ჩართვა „სკაიპის“ საშუალებით იქნება შესაძლებელი.


„იმისათვის რომ უკეთ აღგვევლინა/განგვეცადა საშობაო ლიტურგიები, გადაწყდა ჩაგვეტარებინა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ეხება მკითხველებს, მედავითნეებს (ფსალმუნის მგალობელი), სახარების გამცხადებლებს. სკაიპის მეშვეობით შეიქმნება ჯგუფი და ყველა დაინტერესებულს შეეძლება შეუერთდეს, ამიტომ საჭიროა რომ მონაწილე სარგებლობდეს „სკაიპით“, - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.


ონლაინ შეხვედრის შესახებ სასულიერო პირებმა ინფორმაცია უკვე მიიღეს.


/თაკო ფეიქრიშვილი/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია