საქართველოში პასტორალური წელი ფატიმას ღვთისმშობელს მიეძღვნება


კავკასიის ქვეყნების 35 სამრევლოში ღვთისმშობლის ქანდაკებით მოილოცავენ.


ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ურთიერთგაგება, დიალოგი და ოჯახებისადმი ყურადღების განახლება.


საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ ახალი სამწყსო წელი ფატიმას ღვთისმშობლის წლად გამოაცხადა და ღვთისმშობლის ქანდაკებით მიმლოცველობა მოიცავს სომხური, ასირო-ქალდეური და ლათინური წესისი დაახლოებით ორმოცდაათიათას კათოლიკეს.


ქვეყნებში, სადაც კათოლიკეები წარმოადგენენ უმცირესობას, ხოლო უმრავლესობა მართლმადიდებლები არიან, იმედოვნებენ, რომ ღვთისმშობლის ქანდაკების ჩატანა ხელს შეუწყობს ეკლესიებს შორის დიალოგსა და ურთიერთგაგებას.


ამ სამწყსო წელს, საქართველოს კათოლიკე ეკლესია ასევე აცხადებს რიგ ახალ ინიციატივებს და მზადყოფნას საჭიროებების მქონე ეკლესიების მხარდაჭერას. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევა ოჯახების მხარდაჭერა, რაზეც გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ოჯახების კომისიამ. იქნება სამეცნიერო შეხვედრები ოჯახების თემებზე, წყვილების მომზადება და ახალგაზდა წყვილებისათვის საზაფხულო ბანაკების მოწყობა.


ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არა მხოლოდ მხარს უჭერს ეკლესია, არამედ ისინი არიან ეკლესიის მისიის ცენტრში რათა მათ შეძლონ განავითარონ, როგორც ცხოვრებისეული კულტურა, ასევე მასპინძლობის კულტურაც. ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ოჯახების კომისია და გამოყოფს 6000 ევროს ამ ინიციატივების განხორცილებისათვის.


vaticannews.va

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია