სასულიერო პირები COVID 19-ზე სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარნენ


საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, 2020 წლის 30 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მსახურთათვის, კორონავირუსზე ყოველკვირეული ტესტირება სავალდებულოა.


ამის შესახებ, საქართველოს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ წერილი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსგან მიიღო.


ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ეკლესიის ადმინისტრაციამ წერილობით მიმართ საქართველოში არსებულ ყველა კათოლკურ სამრევლოს, მღვდლებს, დიაკვნებსა და ბერ-მონაზვნებს.


როგორც წერილში წერია,


- სამწყსო საქმიანობაში ჩართული ყველა პიროვნება (მღვდლები, დიაკვნები, ბერ-მონაზვნები, მედავითნეები, მინისტრანტები, გუნდების ხელმძღვანელები, მნათეები და სხვ.) ვალდებულია კვირაში ერთხელ ჩაიტაროს სწრაფი ტესტი კორონავირუსის გამოსავლენად. ისინი უნდა მივიდნენ მათთვის უახლოეს პუნქტში, სადაც ტესტი უფასო იქნება.


- ვინც უკვე მოიხადა კორონავირუსი, მათ ტესტის გაკეთების ვალდებულება არ აქვთ.


მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზემოთჩამოთვლილი, სამწყსო საქმიანობაში ჩართულ პირები ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 7 დღეში ერთხელ.


რელიგიური კონფესიების სავალდებულო ტესტირების შესახებ მთავრობამ ცვლილებები 15 ივნისის განკარგულებაში შეიტანა.


თაკო ფეიქრიშვილი

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია