საკითხავების მკითხველთათვის ლიტურგიული შეხვედრა გაიმართა


წმ. წირვებზე საკითხავების მკითხველებისთვის, ფსალმუნის მგალობლებისა და სახარების განმცხადებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.


ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი საშობაო წირვისთვის.


შეხვედრის ორგანიზება მამა პაატა ქომოშვილმა და მამა გაბრიელე ბრაგანტინმა გააკეთეს. „ეპისკოპოსის მეშვეობით გვაქვს მნიშვნელოვანი წესი, რომ წაკითხვამდე არის მკითხველთა კურთხევა. ეს არის წამიერი დრო, იმისათვის, რომ ვიფიქროთ და უკეთ შევიცნოთ ღრმად ის, რასაც ვკითხულობთ“, - განმარტა შეხვედრაზე მამა გაბრიელე ბრაგანტინმა.


მსგავსი ტიპის შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება. სავარაუდოდ, მომდევნო შეხვედრის თარიღად 23 იანვარი დასახელდა.


/თაკო ფეიქრიშვილი/


  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია