საიტის პრეზენტაცია ნუნციატურაში

29 ივნისს, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ნუნციატურაში ახალი ვებ–გვერდი ოფიციალურად წარადგინეს.


პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სასულიერო პირები და სტუმრები სხვადასხვა სფეროებიდან. ვებ გვერდის შემქმნელებმა ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობაზე საქართველოსა და სომხეთში. გვრედზე ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ქართულ, სომხურ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვადასხვა სიახლეები თუ ისტორიული მოვლენები სასულიერო და დიპლომატიურ სფეროებში. ვატიკანის ელჩმა ჯოზე აველინო ბეტანკურმა პირად საუბრებში აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსა და სომხეთში, ამ ორ უძველეს ქრისტიანულ ქვეყნებში კათოლიკობისა და მისი უდიდესი ისტორიის შეხსენება მორწმუნეებისათვის. პრეზენტაციის ბოლოს სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა. ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და კიდევ ერთხელ გადმოსცა წმინდა მამის ფრანცისკეს გულითადი სალამი.

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია