რომაულ კალენდარს ხუთი წმინდანის მოხსენიება დაემატა


პაპი ფრანცისკეს განკარგულებით, ღვთისმსახურებისა და საიდუმლოთა სადიციპლინო კონგრეგაციამ, საერთო რომაულ კალენდარში შეტანლ ზოგიერთ ცვლილებასთან დაკავშირებით ორი დეკრეტი გამოსცა.


პირველი დეკრეტის თანახმად, რომელსაც 25 იანვარს ხელი მოაწერა კარდინალმა რობერტო სარამ, დამატებულია მოხსენიება მოძღვარისა და ეკლესიის მასწავლებლის წმიდა გრიგორ ნარეკელის (გრიგორი ნარეკაცი) და ასევე მოხსენიება მღვდლისა და ეკლესიის მასწავლებლის იოანე ავილელის.


„სიწმიდე შეთავსებულია ცოდნასთან და განცდილია იესო ქრისტეს საიდუმლო, რომელიც არის ეკლესიის საიდუმლოს განუყოფელი ნაწილი. ეს არის სიწმინდესა და ღვთაებრივ შეგნებას შორის კავშირი. ადამიანურმა სრულყოფილებამ განსაკუთრებული გზით გაასხივოსნა ისინი, რომლებიც შემკულ იქნენ ეკლესიის მასწავლებლის ტიტულით. რა თქმა უნდა, ამ კაცებისა და ქალების სიბრძნე არა მხოლოდ მათ ეხებათ, არამედ ღვთაებრივი სიბრძნის მოწაფეებად გახდომით, ისინი ასევე მთელი ეკლესიის საკრებულოსათვის სიბრძნის მასწავლებლები გახდნენ . ზემოთ ხსენებული წმინდანები და ეკლესიის მასწავლებლები მონაწილეობდნენ საერთო რომაულ კალენდარში“, - ნათქვამია კონგრეგაციის დეკრეტში.


კალენდარში ჩანიშნულია:


წმიდა გრიგორი ნარეკელის მოხსენიება – 27 თებერვალი;

წმიდა იოანე ავილელის მოხსენიება – 10 მაისი;

წმიდა ჰილდეგარდ ბინგენელის მოხსენიება – 17 სექტემბერი.


ეს თარიღები დაემატება კალენდარში, წმინდა წირვის წიგნების სახელმძღვანელოებსა და ჟამის ლიტურგიის წიგნებში. შესაბამისად, დეკრეტთან დართული ლიტურგიული ტექტსები უნდა ითარგმნოს, დამტკიცდეს ღვთისმსახურებისა და საიდუმლოთა სადისციპლინო კონგრეგაციის მიერ, შემდეგ კი გამოქვეყნდეს ეპისკოპოსთა კონფერენციების მიერ.


26 იანვარს, კარდინალმა რობერტრო სარამ კიდევ ერთ დეკრეტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, საერთო რომაულ კალენდარში 29 ივლისს მოიხსენიებიან წმიდა მართა, მარიამი და ლაზარე.


„ამ დღეს, აქამდე მხოლოდ წმინდა მართა (დატანილი იყო რომაულ კალენდარში) მოიხსენიებოდა. იმის გამო, რომ მარიამ მაგდალინელის, მართას დისა და აღდგომის შემდეგ, იესოს რომ გამოეცხადა იმ ცოდვილი პიროვნების იდენტიფიცირება არ მომხდარა, 29 ივლისს საერთო რომაულ კალენდარში ჩაწერილი იყო მხოლოდ წმინდა მართას მოხსენიება. ეს საკითხი კი გადაიჭრა თანამედროვე მარტიროლოგის ნაშრომში, რომელიც ამავე დღეს მოიხსენიებს მარიამსა და ლაზარეს. ზოგიერთ კალენდარში მართას დისა და ძმის მოხსენიებაც ამავე დღეს არის აღნიშნული“, – ნათქვამია დეკერტის ტექსტში.


მოქმედი წესების თანახმად, რომელიც ბოლოს, 2008 წელს გადაიხედა, საერთო რომაულ კალენდარს დაემატა გარკვეული პირობები, რომლის შესახებაც ვატიკანის მეორე კრება საუბრობს: „წმიდანთა დღესასწაულებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა იმ დღესასწაულთა მიმართ, რომლებიც თავად გამოხსნის საიდუმლოებას ზეიმობენ. ამიტომ ბევრი მათგანი აღინიშნება ცალკეულ ეკლესიაში, ერსა თუ მოწესეთა საძმოში, ხოლო საყოველთაო ეკლესიაზე ის დღესასწაულები უნდა გავრცელდეს, რომლებიც, მართლაც საყოველთაო წმიდანებს მოიგონიებს.( ვ.მ.კ. SC. 111)“.


წყარო: Vatican News


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

0 comments
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია