პოლონელი კათოლიკეები აღმოსავლელ მეზობლებს კვლავ დაეხმარებიან


პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კათოლიკური საკრებულოების საჭიროებებისთვის პოლონეთიდან მატერიალური დახმარება გაიგზავნება.


6 დეკემბერს, ადვენტის მეორე კვირას, ლოცვის ოცდამეერთე დღე და აღმოსავლეთის ეკლესიების მატერიალური დახმარების დღე აღინიშნება. მას ორგანიზებას უწევს პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია და საზოგადოება „დახმარება აღმოსავლეთის ეკლესიებს“. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კათოლიკეების სულიერ და მატერიალურ დახმარებას, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში. კერძოდ კი:


ბელორუსია, ლატვია, ლიეტუა, ესტონეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.


ამ წელს, აღნიშნული ინიციატივის წყალობით, დაახლოებით სამასი პროექტი განხორციელდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. „აღმოსავლეთის ეკლესიების დახმარების“ საზოგადოება ეხმარება ეკლესიებს, სამრევლოებსა და მონასტრებს, რომლებიც წერილობით თხოვნას აგზავნიან დასახმხარებმად.

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია