პატრიარქი ილია II კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს შობას ულოცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს, ჯუზეპე პაზოტოს და მის სამწყსოს შობას ულოცავს.


"ქრისტეს შობით, ჭეშმარიტი სიყვარული გარდამოხდა ზეცით, რათა ჩვენი ბედნიერებისათვის დაედო სათავე. თქვენ და თქვენს სამწყსოს ვუსურვებ სულიერ სიხარულს, ღვთის შეწევნასა და წყალობას.


დაე, ახალი 2021 წელი იყოს იმედისა და მშვიდობის მომტანი, მთელი მსოფლიოსთვის", - წერია პატრიარქის მისალოც წერილში.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.


  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია