პაპ ფრანცისკეს ერაყში ვიზიტის პროგრამა

პაპის ერაყში ვიზიტის პროგრამა ცნობილია. 5-8 მარტს იგი ნაჯაფეში, ურეში, ერბილეში, მოსულსა და ყარაყოსში შეჩერდება. დაგეგმილია ოთხი გამოსვლა, ორი ქადაგება და ლოცვა ომში დაღუპულთა სულებისათვის.

ერაყის რესპუბლიკაში პაპ ფრანცისკეს ოთხდღიანი ვიზიტი 5 მარტს დაიწყება. ომის, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან წმინდა მამა ბაღდადში ჩაფრინდება. ოფიციალური მიღება ერაყის დედაქალაქის აეროპორტში გაიმართება, სადაც წმიდა მამა ერაყის პრემიერ–მინისტრს შეხვდება.


მისალმების ცერემონია დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში. პაპი სიტყვით მიმართავს სახელმწიფო, საჯარო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ვიზიტის პირველ დღეს პაპი დაასრულებს ასირო-ქალდეურ, ღვთისმშობლის კათოლიკურ ეკლესიაში ადგილობრივ ეპისკოპოსებთან, მღვდელმსახურებთან, ბერ-მონაზვნებთან, სემინარიელებსა და კატეხიზატორებთან შეხვედრით.


6 მარტს, დილით პაპი ბაღდადიდან ქალაქ ნაჯაფეს (ეს ქალაქი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია შიიტი მუსლიმებისათვის) მიმართულებით გაემგზავრება. სადაც შედგება ვიზიტი დიდ აიატოლე ალი ასისტანთან. შემდგომ კი, პაპი ნასირიაში ევფრატის სანაპიროზე გაემგზავრება და ურის ხეობაში სიტყვით მიმართავს რელიგიათაშორისი შეხვედრის წარმომადგენლებს.

დღის მეორე ნახევარში, ბაღდადში დაბრუნების შემდეგ, წმიდა იოსების სახელობის ქალდეურ საკათედრო ტაძარში პაპი წმიდა წირვას აღავლენს. ეს ტაძარი ქვეყანაში არსებულ 11 ტაძართაგან ერთ-ერთია.


კვირას, 7 მარტს პაპის თვითმფრინავი ქალაქ ერბილეში დაეშვება. აეროპორტში მას ქურთთა ავტონომიური რაიონის რელიგიური და სახელმწიფო მოხელეები დახვდებიან. იქიდან წმინდა მამა ვერტმფრენით გადაფრინდება მოსულში. მოსული დიდი ხანია თვითგამოცხადებული ისლამისტური ხელისუფლების ხელშია. აქ, ხოშ ალ-ბიას ეკლესიის მოედანზე აღევლინება ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.

ლოცვის შემდეგ, პაპი ვერტმფრენით გაემგზავრება ნინევეს დაბლობზე მდებარე ასურელთა ქალაქ ყარყოსში. აქ წმიდა მამა ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების ეკლესიაში შეხვდება ადგილობრივ საკრებულოს წარმომადგენლებს და მათთან ერთად ილოცებს „ანგელოზის“ლოცვას.


დღის მეორე ნახევარში, პაპი დაბრუნდება ერბილში და ფრანსი ხარირის სახელობის სტადიონზე წმიდა წირვას აღავლენს. საღამოს, რომის ეპისკოპოსი ბაღდადში დაბრუნდება. მეორე დილით კი, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ, პაპის თვითმფრინავი რომის მიმართულებით გაფრინდება.


პაპის ერაყში საერთაშორისო ვიზიტის დევიზია „ჩვენ ყველანი ძმები ვართ“. ეს სიტყვები მათეს სახარებიდან (მათ. 23,8) არის აღებული. იესოს ეს სიტყვები პაპის ვიზიტის ლოგოტიპზეა გამოსახული. წმიდა მამასთან ერთად, მისალმების ჟესტით სახელმწიფო რუქის ფონზე პალმითა და მდინარეებით, ტიგროსითა და ევფრატით. ლოგოტიპზე ასევე გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის რტოსთან ერთად, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ასევე წმიდა საყდრისა და ერაყის აფრიალებული დროშები. ლოგოტიპის ზედა ნაწილში, დაწერილია პაპის ვიზიტის დევიზი არაბულ, ქურთულ და ქალდეურ ენებზე.


წყარო: www.vaticannews.va

თარგმანი – შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია