პაპმა წმიდა საყდრის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


პაპმა ფრანცისკემ, ეკონომიკური სამდივნოს მიერ შეთავაზებული 2021 წლის, წმიდა საყდრის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტი ეკონომიკურ საბჭოში 16 თებერვალს განიხილეს.


2021 წლის ბიუჯეტი 49,7 მილიონი ევროა. შემოსავლებმა 260,4 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გასავლებმა 301,1 მილიონი ევრო. ეს ციფრები კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.


პირველად, საერთო ბიუჯეტში ჩაერთო „წმიდა პეტრეს ლეპტა“, თავისი ყველა ფონდებით. წინასწარი გათვლებით, ეს ფონდები მოიტანენ 30,3 მილიონი ევროს, „წმინდა პეტრეს ლეპტის“ ფონდების გარეშე კი, ბიუჯეტში დეფიციტი იქნება 80 მილიონი ევრო.

კომრციული საქმიანობის, მომსახურებისა და შემოწირულობების შემცირების გამო, ხაზინაში შემავალი თანხა 21%–ით შემცირდა.


ამ წელს, ბიუჯეტში, მნიშვნელოვნად აისახა წმიდა საყდრის ძალისხმევა და ხარჯების შემცირება, რაც 2019 წლეთან შედარებით, 14 %–ს შეადგენს.


წმიდა მამისათვის ამ წლის პრიორიტეტად რჩება სამუშაო ადგილების შენარჩუნება. წმიდა საყდრის სამოციქულო საქმიანობის ხარჯები შეადგენს 68%–ს. 17% განაწილდება უძრავი ქონებისა და სხვა ქონების შენახვაზე, 15% კი ადმინსიტრაციულ სამუშაოებსა და მომსახურებებზე.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია