პაპი ფრანცისკე: "დაე უფალმა გვასწავლოს სიახლოვის ლოგიკა"



„იესო თავის თავს აიგივებს არა მხოლოდ მეფესთან და მოძღვართან, არამედ ასევე დაკარგულ ცხვართან ანუ ყველაზე მცირე და უძლურ ძმებთან“, - განაცხადა პაპმა ანგელუსის ლოცვის წაკითხვის წინ, რომელიც "ქრისტე - სამყაროს მეფის" დღესასწაულს მიეძღვნა.


„უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი არ განგვსჯის ჩვენი ცოდვების მიხედვით, არამედ უპირველეს ყოვლისა, იგი განგვსჯის სიყვარულით, არა ისეთით, რომელიც ჩვენში იწვევს გრძნობებსა და ემოციებს, არამედ ისეთით, რომელიც გვამოძრავებს მეორე ადამიანის მიმართ გულმოწყალებით“, - ხაზი გაუსვა პაპმა და დაამატა:


"ქრისტე - სამყაროს მეფის" დღესასწაული ასრულებს ლიტურგიულ წელს. იგი არის ალფა და ომეგა, ისტორიის საწყისი და სასრული. დღევანდელი ლიტურგია ეძღვნება ომეგას, რომელიც არის ისტორიის მთავარი მიზნის სასრული. ის, ვინც ხალხმა განსაჯა, სინამდვილეში არის უზენაესი მსაჯული".


პაპის თქმით, ქრისტიანობის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ მსაჯული არ იწვევს შიშს.

„უკანასნელი სამსჯავროს იგავში იესო გამოიყენებს რა მწყემსის სახეს, დაესესხა ეზეკიელს წინასწარმეტყველს, სადაც ღმერთი გამოდის ბოროტი მწყემსების წინააღმდეგ თავისი ხალხის დასაცავად. (ესეკ.34, 1-10). ისინი იყვნენ ბოროტი ექსპლუატატორები, რომლებიც სამწყსო მარცვლად მხოლოდ საკუთარ თავებს მწემსავდნენ, ამიტომაც ღმერთი დაჰპირდა მათ ზრუნვასა და დაცვას მათი უსამართლობისაგან. ღმერთის ეს დანაპირები აღსრულდა იესო ქრისტეში. იგი არის კეთილი მწყემსი. იგი თავადაც ამბობს თავის თავსზე. „მე ვარ მწყემსი კეთილი“.


იესო არა მხოლოდ მეფედ და მწყემსად წარმოაჩენს თავს, არამედ იგი თავს აიგივებს დაკარგულ ცხვართან ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. ეს ზუსტად ის კრიტერიუმია, რომლითაც ღმერთი განგვსჯის უკანასკნელ სამსჯავროზე. განაჩენს გამოგვიტანს იმ სიყვარულის საფუძველზე, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენი მოყვასის მიმართ, რადგან თავად მსაჯული იმყოფება მათ ადგილზე", - აღნიშნა პაპმა.


vaticannews.va

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია