პაპი ფრანცისკე აღმოსავლურ ეკლესიებს შობას ულოცავს


პაპი მიესალმა აღმოსავლურ, როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომლებიც იულიანური კალენდრის მიხედვით, შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.


წმინდა მამამ „ანგელუსის“ ლოცვისას, ხალხს შეახსენა, რომ 7 იანვარს ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია და აღმოსავლური წესის კათოლიკეები ქრისტეს შობას აღნიშნავენ.


პაპმა მათ კეთილი სურვილები გაუგზავნა და სრულიად აღმოსავლური ეკლესიებისთვის ილოცა.


„მე გიგზავნით გულითად სურვილებს წმინდა შობის ნათელში, რომელიც ჩვენი მშვიდობა და იმედია“, - თქვა პაპმა.


პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ 6 იანვარს აღინიშნება ბავშვთა მისიონერული დღე, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ყოველი ქრისტიანი, ყველაზე პატარაც კი, ნათლობის მეშვეობით არის მისიონერი. ამ დღესასწაულში მსოფლიოს უამრავი ბავშვი იღებს მონაწილეობას.


„მადლიერი ვარ ყოველი მათგანის და მოვუწოდებ ყველას, გახდნენ იესოს მოწმენი და ძმები თავიანთ თანატოლებში“, - აღნიშნა წმინდა მამამ.


ბავშვთა მისიონერული დღე, 1950 წელს, პაპმა პიუს XII-მ დაადგინა, როგორც ბავშვთა სიწმინდისადმი მიძღვნილი დღე.


საუბრის ბოლოს, პაპი მიესალმა უფლის გაცხადების დღესასწაულზე მიძღვნილ მსვლელობებს (სამი მოგვი), რომლებიც სხვადასხვა ფორმით გაიმართა პოლონეთსა და სხვა რიგ ქვეყნებში.


პაპმა ასეთ მსვლელობებს ევანგელიზაციისა და სოლიდარობის ღონისძიება უწოდა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი - შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია