კათოლიკურ ჟურნალ „საბას“ ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა




საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი, გამორჩეული

წვლილისთვის, კათოლიკეთა ყოველთვიურ ჟურნალს „საბა“ „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა.


ეს არის ჯილდო, რომლითაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, აჯილდოებენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ჟურნალი 1994 წელს დაარსდა და ყოველთვიურად გამოდის. მისი მთავარი რედატორი, მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინია.

სპეცილური სიგელი „საბას“ რედაქციას დღეს, 16 ნოემბერს, სიმბოლურად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეზე გადაეცა.

1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკოს წევრმა სახელმწიფოებმა ტოლერანტობის (შემწყნარებლობის) პრინციპების შესახებ დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამა მიიღეს. 1996 წლიდან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის წევრებს ამ დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა.


გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია