ვატიკანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება


ახალი წლის პირველ თვეებში, ვატიკანის ქალაქ-სახემწიფოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიყენებენ. ამის შესახებ ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჰიგიენისა და ჯანდაცვის განყოფილების დირექტორმა ანდრეა ალქანჯელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინით ისარგებლებენ ვატიკანის დაწესებულებების თანამშრომლები და მათი ოჯხაის წევრები, ვინაიდან მათზე ვატიკანის სამედიცინო დაზღვევა ვრცელდება.


კამპანიას გამოეთიშებიან არასრულწლოვნები, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

არქანჯელიმ განმარტა თუ რატომ გადაწყდა არასრულწლოვანთა გამორიცხვა: „საქმე იმაშია, რომ ამ ასაკის ადამიანებისათვის ჯერ არ მომხდარა ვაქცნის შემოწმება“.


მისივე თქმით, ალერგიის შემთხვევაში, აცრის შემდეგ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.


ვატიკანის სახელმწიფოს ხელმძღვანელთა განცხადებით, ვაქცინაცია არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობის, არამედ სხვების ჯანმრთელობის დაცვის საშუალებაცაა.


ანდრეა ალქანჯელიმ ასევე ხაზი გაუსვა მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის აუცილებლობას და მნიშვნელობას. ამას პანდემიაზე გამარჯვების ერთდადერთი რეალური გზა უწოდა.


ვატიკანი გამოიყენებს ფარმაცევტული კომპანია „ფრაიზერის“ მიერ დამზადებულ ვაქცინას, რომელმაც დირექტორის თქმით, 95%-იანი შედეგი აჩვენა. ამჟამად, ევროპა და ამერიკა მხოლოდ ამ ვაქცინას უჭერს მხარს. არქანჯელი აცხადებს, რომ მომავალში უკვე შეიძლება ასევე სხვა ვაქცინების გამოყენებაც, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოებაც დამტკიცებული იქნება.


წყარო: www.vaticannews.va


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია