ერაყში შობა ოფიციალურ დღესასწაულად აღიარეს


ერაყში, რომის პაპ ფრანცისკეს ვიზიტამდე რამდენიმე თვით ადრე, შობის დღესასწაული ოფიციალურ, ყოველწლიურ სახელმწიფო დღესაწაულად აღიარეს.


ადგილობრივი ქრისტიანები, არა მხოლოდ პაპის ვიზიტით იქნებიან გახარებულები, არამედ შობის დღესასწაულად აღიარებითაც.


2008 წელს შობის დღესასწაული ერაყში გამოაცხადეს „ვარდისფერ დღესასწაულად“, თუმცა ამას გაგრძელება არ მოჰყოლია და არ მიღებულა ფიქსირებულ დღესასწაულად. ბოლო წლებში კი, დაიწყო ამაზე მუშაობა.


2018 წელს შობას ადგილობრივი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის საერო დღესასწაულის სახე მიენიჭა, მაგრამ უკვე ორი წლის შემდეგ, ერაყის პარლამენტმა კვლავ შეიტანა კანონში ცვლილებები და იგი ოფიციალურად სახელმწიფო დღესასწაულად აღიარა.


ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის კარდინალ საკოს. სწორედ მან, კარდინალმა ლუი რაფაელ საკომ, რომელიც არის ასირო ქალდეური წესის პატრიარქი, 17 დეკემბერს ერაყის პრეზიდნეტს, ბარსამ სალიხს შუამდგომლობით მიმართა, რომ პარლამენტისთვის წარედგინა კანონი, შობის ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ. პრეზიდენტის რეზიდენციაში კარდინალის სტუმრობის დროს, ქვეყნის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქრისტიანების როლს ჯიჰადისტების ოკუპაციასთან ბრძოლაში ქაბულსა და ერაყის ჩრდილოეთის დიდ რეგიონებში. მას შემდეგ, რაც კარდინალმა საკომ შეიტყო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, სამადლობელი წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთელს პარლამენტს. მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ქრისტიანი ძმების ცხოვრებაში და უსურვა ღმერთის კურთხევა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალიხმა აიღო პასუხისმგებლობა დაეხმაროს დევნილ ქრისტიანებს თავიანთ მიწებზე დაბრუნებაში მოსულიდან დაწყებული ნინევეს დაბლობებამდე, ვინაიდან ქრისტიანები იძლულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ ჯიჰადისტების მმართველობის პერიოდში.


წყარო: Vatican news


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია