„დრო მოვიდა კურსი შევცვალოთ“ - პაპის მიმართვა გაეროს ეკო სამიტზე


12 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ გაეროს ვირტუალური სამიტის მონაწილეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. იგი კლიმატურ ცვილებებს შეეხებოდა.


„COVID 19-ის პანდემიამ და კლიმატის ცვლილებებმა ეკლოგიური, ეთიკური, სოციალური, ეკონიმიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი აზიანებს ღარიბებსა და ჩაგრულებს. ეს კი, ჩვენ, ყველას გვავალდებულებს გამოვიმუშაოთ ზრუნვის კულტურა, რომლის ცენტრშიც ადამიანი და საერთო კეთილდღეობაა“, - განაცხადა პაპმა.



წმინდა მამამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა გუნდური სოლიდარობა და პასუხისმგებლობის აღება, კერძოდ კი სტრატეგიის შემუშავება, რაც ნულის დონემდე დაიყვნს ნახშირომჟავების გაზის გამოყოფას.


წმინდა საყდარი ამ მიზანს ორი გზით უერთდება. ერთის მხრივ, ვატიკანის სახელმწიფო ცდილობს 2050 წლისთვის გაზის გამონაბოლქვი ნულის დონემდე შეამციროს. „უკვე რამდენიმე წელია, ვთავაზობთ მნიშვნელოვან ძალისხმევას გარემოს დაცვის საკითხებში. თავის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს რაციონლურად გამოვიყენოთ ისეთი რესურსები, როგორებიც არის წყალი, ენერგია და დავნერგოთ ენერგოეფექტურობა და მყარი მობილურობა, ასევე განვაახლოთ ტყეების გაშენება და დავამრგვალოთ ეკონომიკა. ასევე ვიფიქროთ ნარჩენების მოგვარების საკითხებზე“.


მეორეს მხრივ, წმინდა საყდარი მყისიერად აყენებს წინა პლანზე ეკოლოგიის ერთობლივი გაუმჯობესების საკითხებს და ტექნოლოგიურ ზომებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს განვითარების პროცესს. „ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძმური კავშირით ადამიანებს შორის და გარშემომყოფ საზოგაოდებას შორის“.


რომის ეპისკოპოსის განცხადებით, მან შექმნა განათლების პაკეტის ახალი მოდელი, კათოლიკური სკოლებისა და უნივერსიტეტებისათვის, სადაც ყველა კონტინენტიდან 17 მილიონზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი სწავლობს. მისი კიდევ ერთი ინიციატივაა ფორუმი სახელწოდებით „ფრანცისკეს ეკონომიკა“. სადაც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ეკონომისტები, ბიზნესმენები, ექსპერტები ფინანსურ ბიზნეს საკითხებში და ერთად შეიტანენ წვლილს ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის ნოვატორულ საქმეში.


„ეს ახალგაზრდები ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ცენტრში დააყენებენ საერთო კეთილდღეობას. ისინი მოწინავე ტექნოლოგიებით ხელს შეუწყობენ მყისიერ წარმოებას დაბალი განვითარების ქვეყნებშიც კი“, - აღნიშნა რომის ეპისკკოპოსმა.


ბოლოს კი, პაპმა თავის ვიდეო გზავნილში სამიტის მონაწილეებს მოწოდებით მიმართა, ნუ წაართმევენ იმედიან ახალ თაობას უკეთეს მომავალს - „დრო მოვიდა შევცვალოთ კურსი“, - განაცხადა პონტიფიქსმა.

წყარო: Vatican News /თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია