ბათუმის ეკლესიის დღესასწაული

2020 წლის 24 ივნისს ბათუმში სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო წმიდა წირვა აღევლინა, რომელიცეკლესიის გახსნიდან 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ზეიმისთვის ბათუმში სხვადასხვა სამრევლოდან სასულიერო პირები მრევლი ჩავიდნენ. მათ შორის, მისი ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურიც, რომელმაც იქ მყოფებს წმინდა მამის, ფრანცისკეს კურთხევა და გულთბილი მოკითხვა გადასცა . ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში ხაზი გაუსხვა რწმენაში განახლებასა და განტკიცებას. მან ასევე ისაუბრა თუ რა წვლილი შეიტანეს კეთილი ნების ადამიანება ამ ეკლესიის მშენებლობაში 20 წლის წინ. ლიტურგიის დასასრულს, ყველამ ერთად ტაძრის ეზოში საზეიმოდ ზეთისხილის ხე დარგეს, ნიშნად იმისა, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივ განახლებას საჭიროებს. . ბათუმის სულიწმინდის სახელობის ეკლესია 2000 წელს გაიხსნა. იგი აკურთხა ამიერ კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინსიტრატორმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.


გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2020 Sabamedia / საბამედია