ატერაუს ახალი სამოციქულო ადმინისტრატორი საქმიანობას შეუდგა


ფოტო - ყაზახეთის კათოლიკე ეკლესია

2021 წლის 6 იანვარს, ყაზახეთის ქალაქ ატერაუს, უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძარში საქმიანობას შეუდგება ახალი სამოციქულო ადმინისტრატორი, პეტერ საკმარი.

აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ, 2020 წლის 8 დეკემბერს წმინდა მამა ფრანცისკემ გამოაცხადა.


საზეიმო წმიდა წირვას არქიეპისკოპოსი მიტროპოლიტი ტომაშ პეტა გაუძღვა, მასში მონაწილეობა მიიღეს ეპისკოპოსმა ატანაზიუს შნაოდერმა და ატერაუს სამოციქულო ადმინისტრაციის სასულიერო პირებმა. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, წირვაზე ვერ დაესწრნენ მორწმუნეები.


პეტერ საკმარი 1978 წლის 12 დეკემბერს, სლოვაკეთში ქალაქ ლევოჩში დაიბადა. სკოლის დამთავრებისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1999-2000 წლებში, შევიდა სასულიერო სემინარიაში და სწავლა თეოლოგიის ფაკულტეტზე, ქალაქ სპიშსკე-პოდგრადიეს საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დაასრულა.


2006 წლის 17 ივნისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად ქალაქ პსიშკე-პოდგრადეს ეპარქიაში.


2006 - 2008 წლამდე ორავსკა პოლგორაში (სლოვაკეთი) მსახურებდა, როგორც დამხმარე მღვდელი.


2008 წლის ივლისიდან მსახურება განაგრძო ატერაუს სამოციქულო ადმინისტრაციაში ქალაქ ურალსკში უწმინდესი ქალწული მარიამის სახელობის სამრევლოში. იგი აქ 2010-2011 წლებში იყო დამხმარე მღვდელი. 2011 - 2017 წლის ჩათვლით კი, წინამღვარი.

2015 წლიდან ამავე ეკლესიაში და შემოგარენში მსახურობდა როგორც ეგზორცისტი.


2017- 2020 წლამდე, ქალაქ ყარაღანდას სასულიერო სემინარიაში - „მარიამი ეკლესიის დედა“ სულიერ მამად მსახურობდა და მონაწილეობას იღებდა პოლონეთში, კრაკოვის სულიერი მამების სკოლაში. 2019 წლიდან იგი გახდა ყაზახეთის ეგზორცისტთა კოორდინატორი.


ვილოცოთ, მამა პეტერისათვის, რათა მისი მსახურება ახალ თანამდებობაზე იყოს უფლის სადიდებლად.


ყაზახეთის კათოლიკური საინფორმციო სამსასახური


წყარო: https://catholic-kazakhstan.org

თარგმანი - შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია