ავსტრიაში პარლამენტი ევთანაზიის ლეგალიზაციაზე იმსჯელებს


ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი ადამიანისგან მეორისთვის სიცოცხლის მოსპობას ევთანაზიის გზით, დანაშაულად არ სცნობს. ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის ევთანაზიას და ავსტრიის მედ-პერსონალს შორის დაძაბულ დისკუსიას წარმოშობს - ამის შესახებ „რადიო ვატიკანს“, ავსტრიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურმა არქიეპისკოპოსმა ფრანზ ლაკნერმა აცნობა.


ეკლესიის მყარ პოზიციაში, ვენის არქიეპისკოპოსს ავსტრიის სხვადასხვა ეპისკოპოსებიც შეუერთდნენ და განაცხადეს: „ეს გადაწყვეტილება ევთანაზიის ლეგალიზაციისკენ მიმართული პირველი ნაბიჯებია“.


ეპისკოპოსების გარდა, თავისი მოსაზრება გამოხატეს ავსტრიის ეკლესიის სხვადასხვა რანგის სასულიერო პირებმა და გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

არქიეპისკოპოსის აზრით, ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს: „სხვა გზა არ გვაქვს, იძულებულები ვართ მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება. არ გვაქვს შესაძლებლობა უარი ვათქმევინოთ მის დამტკიცებას. იმის თქმა, რომ თვითმკვლელობა მეორე ადამიანის ხელით, ეწინააღმდეგება კანონს, სულაც არ არეგულირებს მის პრაქტიკულ ქმედებას. ახლა პარლამენტში შეიტანეს ინიციატივა და პარლამენტარებს ერთი წელი აქვთ მასზე სამსჯელოთ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება ავსტრიის კონსტიტუციის გათვალისიწინებით“.


არქიეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გამოცემით, რომელიც ეხება თვითმკვლელობას მეორე ადამიანის ჩარევით. „ვგრძნობ, რომ ვბრუნდებით იმ დროში, როცა მისწერეს წერილი დიოგენტს, სადაც აღწერილია, თუ რას არ გააკეთებენ ქრისტიანები. იმედი მაქვს და ვლოცულობ იმაზე, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიტყვით - „ქრისტიანები ამას არ გავაკეთებთ“.


წყარო: Vatican News


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია